ბინის შეძენა - გარემონტების მსურველებს შეუძლიათ პროკრედიტ ბანკის საუკეთესო იპოთეკური სესხის პირობებით ისარგებლონ ლარის ვალუტაში. კერძოდ, ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 7,5%-დან, ხოლო ეფექტური - 8,07%-დან. სესხის მისაღებად აუცილებელია სტაბილური შემოსავალი და დანაზოგი, რომელიც სრული ინვესტიციის 20%-ს უნდა შეადგენდეს. იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადაა 144 თვე.
აქციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს ბანკის კონტაქტცენტრს ნომერზე + (995 32) 220 22 22 ან შეავსოს განაცხადი პროკრედიტ ბანკის ვებ გვერდზე.
*საპროცენტო განაკვეთი ორი წლის განმავლობაში არის ფიქსირებული, შემდეგ - მცოცავი, იმ პერიოდში არსებულ რეფინანსირების განაკვეთს +2%
პროკრედიტ ბანკი ერთადერთი ბანკია საქართველოში, რომელიც წარმოდგენილია 100%-იანი გერმანული კაპიტალით. საბანკო სექტორში მოღვაწეობის 20 წლის მანძილზე, ბანკი ორიენტირებულია, მომხმარებელს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტების გათვალისწინებით თანამედროვე, სწრაფი და მოსახერხებელი პროდუქტები შესთავაზოს.
(R)