„რამდენიმე წლის წინ სოფელი მუცო განადგურების პირას იყო, ჩვენ შევძელით და შევინარჩუნეთ ეს უნიკალური საგანძური"

ევროკომისიამ და ევროპა ნოსტრამ სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტს ევროპული მემკვიდრეობის პრიზი - ევროპა ნოსტრას ჯილდო მიანიჭა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა ევროპას, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია.

„ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. მინდა ყველას შევახსენო, რომ რამდენიმე წლის წინ სოფელი მუცო იყო განადგურების პირას და ჩვენ შევძელით და შევინარჩუნეთ ეს უნიკალური საგანძური. მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუსაც“ მხარდაჭერისთვის. ჩვენ ევროპელებს ვაჩვენეთ კიდევ ერთხელ, რომ საქართველოში არის უნიკალური ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ამ შემთხვევაში - სოფელი მუცო. მინდა, ყველას გადავუხადო მადლობა, ვინც მუცოს გადარჩენაში შეიტანა თავისი წვლილი“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი, ევროპა ნოსტრას ჯილდო მოიპოვა.