სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“ განახლდა

სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“ განახლდა. როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტო მიმდინარე წლის 1-ლი ივნისიდან, ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, კენკროვანი კულტურების ბაღის გაშენებისთვის განცხადებების მიღებას აგრძელებს.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქვეკომპონენტი კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისათვის საჭირო ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემისა და სხვა საჭირო მასალების შეძენისა და მოწყობის ღირებულების 100%-იან დაფინანსებას ითვალისწინებს 0.15 ჰა- დან 0.5 ჰა-ს ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროგრამა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში იმუშავებს, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი.

დაინტერესებულ ვეტერანებს შეუძლიათ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფს მიმართონ.