„ლარის მოკლევადიან ცვლილებებზე უამრავი ფაქტორი შეიძლება მოქმედებდეს - მგონია, რომ შოკური მოკლევადიანი ეფექტია"

მგონია, რომ შოკური მოკლევადიანი ეფექტია, - ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ ჟურნალისტებს ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურების კომენტირებისას განუცხადა.

მისივე განმარტებით, ლარის მოკლევადიან გაუფასურებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის თურქეთის ეროვნული ვალუტა.

„ლარის მოკლევადიან ცვლილებებზე უამრავი ფაქტორი შეიძლება მოქმედებდეს. ერთი ნაწილი შეიძლება იყოს თურქეთის გავლენა, ლირის კურსი და ეს გარკვეულ რეაქციას აძლევს და ეს არ არის გრძელვადიანი ეფექტი. ამასთან, იმპორტის გააქტიურება ხდება მაისში, დივიდენდების გაცემა, რაც გარკვეულ ზეწოლას ახდენს გაცვლით კურსზე",-აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.