ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებული შესყიდვების დროს, სატენდერო პროცესი ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც დამკვეთს გააჩნია,- ასე უპასუხა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 26 მაისის ღონისძიებთან დაკავშირებით პირდაპირი შესყიდვების განხორციელების შესახებ დასმულ კითხვას.
„პირდაპირი შესყიდვა იქნება თუ ტენდერი, ეს უნდა მოხდეს კანონის დაცვით. პირდაპირი შესყიდვა არ ნიშნავს რომ მიდიხარ და ყიდულობ იმას, რაც გინდა და როგორც გინდა. ამასაც თავისი წესები გააჩნია. თუ რომელიმე უწყებაში არ იქნება პროცედურები დაცული, ამას სამართალდამცველების მხრიდან ექნება შესაბამისი რეაგირება. აქ რაღაც განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებული შესყიდვების დროს, სატენდერო პროცესი ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც კონკრეტულად დამკვეთს გააჩნია. ამიტომაც არის კანონმდებლობით დაშვებული სხვა რეჟიმები“,- განაცხადა დავითაშვილმა.