შვეიცარიამ რუსეთის სანქციების სია გააფართოვა

შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

შვეიცარიის ეკონომიკის, განვითარებისა და კვლევების სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებამ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესებული სანქციების სია გააფართოვა.

"ლიგა.ნეტ"-ის ცნობით, სანქციების გაფართოებულ სიაში პუტინის ახლო გარემოცვის კიდევ 26 ადამიანი მოხვდა. ამასთან, შვეიცარიის მიერ დაწესებული სანქციები დღეიდან ამოქმედდება.

ივლისის ბოლოს ევროკავშირმა აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის გამო პერსონალური სანქციები დაუწესა კიდევ 15 მაღალჩინოსანს, 9 კომპანიასა და 9 ორგანიზაციას. ამასთან, დღეს იაპონიამ 40 ფიზიკურ პირს, მათ შორის უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩსა და ორ კომპანიას სანქციები დაუწესა.