რა ეღირება საათობრივი პარკირება თბილისში? - საკრებულო საკითხს დღესაც განიხილავს

დედაქალაქის საკრებულოს საათობრივ პარკირების ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული.

თუმცა, პროექტი, რომელსაც საკრებულო განიხილავს, პარკირებაზე - ერთი, ორი და სამი ლარის დაწესებას გულისხმობს.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებდა, რომ გადაწყვეტილებას ტარიფთან დაკავშირებით ერთი თვის განმავლობაში მიიღებდნენ. თუმცა, განხილვები ჯერ კიდევ გრძელდება. მათ შორის საკრებულოში საათობრივი პარკირების საკითხთან დაკავშირებით, განხილვები დღესაც გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად რამდენიმე ქუჩაზე, 1-ელი ივლისიდან დაწესდება. საპილოტე პროექტი თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე დაინერგება.

ზონალურ/საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც სპეციალური მობილური აპლიკაციით, ასევე ქუჩაში დამონტაჟებული ჩარიცხვის აპარატებით.

თაია არდოტელი