2014 წლის შემდეგ რუსეთიდან შემოტანილი საწვავის წილი 5%-დან 27%-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომელიც ქვეყანაში საწვავის ბაზარზე 2014-2018 წლებში არსებულ ტენდენციებს ასახავს.
კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო სრულიად იმპორტირებულ საწვავზეა დამოკიდებული.
"2018 წელს ქვეყანში 864 მლნ დოლარის ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოვიდა, რაც ჯამური იმპორტის 9.5%-ია. ამასთან იმპორტირებული საწვავის 83% ოთხ ქვეყანაზე მოდის: რუსეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი. 2014-2018 წლებში ყველაზე იაფი აზერბაიჯანიდან იმპორტირებული საწვავი იყო",- წერია კვლევაში.
შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ საავტომობილო საწვავის ბაზარზე 2014-2018 წლებში არსებული ტენდენციები მიმდინარე წლის მარტში შეისწავლა.