ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. მხოლოდ ბოლო 2 თვის განმავლობაში ლარი კურსი დოლარის მიმართ თითქმის, 7 პუნქტით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7799 ლარს შეადგენს.
„ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, ბოლო 12 წლის განმავლობაში ლარის კურსის თვის საშუალო როგორ იცვლებოდა. აღმოჩნდა, რომ 2008 წლის იანვარში ლარის კურსი დოლართან მიმართებით 1.5921 ლარი იყო. მომდევნო წელს კი ეს მაჩვენებელი 1.6677 ლარი გახდა.
2015 წლის თებერვლის საშუალო კი 2.0873 ლარი იყო და მას შემდეგ ძველ ნიშნულ არ დაბრუნებია.
2008 წლის შემდეგ ლარის კურსი დოლართან მიმართებით, თითქმის 70% გაუფასურდა.
ლიკა ამირაშვილი
გიორგი ფალოიძე