პუტინმა მთავრობას დასავლეთის საპასუხო სანქციების გატარება დაავალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობას დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საპასუხო ზომების მიღება დაავალა.

ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

"დღეს ასეთი განკარგულება უკვე გავეცი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ფრთხილად უნდა გაკეთდეს, რათა ადგილობრივ მეწარმეებს მხარი დავუჭიროთ და მომხმარებლები არ დავაზარალოთ", – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის მიუღებელია ეკონომიკაზე ზეწოლის პოლიტიკური იარაღები. პუტინი დარწმუნებულია, რომ მთავრობა მის განკარგულებას უახლოეს მომავალში შეასრულებს.