საქართველოში მოსახლეობის თითქმის  ნახევარი ფლობს ავტომობილს

საქართველოში მოსახლეობის თითქმის ნახევარი - 46% ფლობს ავტომობილს.

ამის შესახებ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომელიც ქვეყანაში საწვავის ბაზარზე 2014-2018 წლებში არსებული ტენდენციებს ასახავს.

ამასთან, კვლევის მიხედვით, ავტომფლობელთა ყველაზე დიდი ნაწილი „რომპეტროლის“ (16%) საწვავს მოიხმარს, მეორე-მესამე ადგილზე „გალფი“ და „სოკარია“ 14-14%-ით. საწვავის არჩევის დროს მომხმარებელი ყველაზე დიდ ყურადღებას ფასს აქცევს, შემდეგ კი - ხარისხს.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2014 წლის შემდეგ რუსეთიდან შემოტანილი საწვავის წილი ქვეყანაში 5%-დან 27%-მდე გაიზარდა. კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო სრულიად იმპორტირებულ საწვავზეა დამოკიდებული. მათ შორის, 2018 წელს ქვეყანში 864 მილიონი დოლარის ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოვიდა, რაც ჯამური იმპორტის 9.5%-ია.

ამასთან, იმპორტირებული საწვავის 83% ოთხ ქვეყანაზე მოდის, ესენია: რუსეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი. კვლევის მიხედვით, 2014-2018 წლებში ყველაზე იაფი აზერბაიჯანიდან იმპორტირებული საწვავი იყო.

ცნობისთვის, ორგანიზაციამ საავტომობილო საწვავის ბაზარზე 2014-2018 წლებში არსებული ტენდენციები მიმდინარე წლის მარტში შეისწავლა.

თაია არდოტელი