არსებობენ ადამიანები, რომლებიც წარმატებას ადრეულ ასაკში აღწევენ, მაგალითად, Facebook-ის დამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკემბერგი, რომელიც ამჟამად 35 წლისაა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. თუმცა, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც წარმატებას შედარებით გვიან მიაღწიეს. წარმოგიდგენთ მათ შორის 10 ყველაზე გამორჩეულს:
გარი ჰეივინმა კომპანია Curves Fitness 1992 წელს მაშინ დააარსა, როდესაც თითქმის 40 წლის იყო. მას გაუჩნდა იდეა, გაეკეთებინა სპორტული დარბაზი მხოლოდ ქალბატონებისთვის, რაც ძალიან მალე გახდა პოპულარული და 2006 წლისთვის მას უკვე 10 000-მდე სპორტული დარბაზი ჰქონდა.
რობინ ჩეიზი წლების განმავლობაში კონსულტანტად მუშაობდა და მისი ცხოვრება არაფრით გამოირჩეოდა სხვებისგან. 2000 წელს 42 წლის ასაკში მან შექმნა კომპანია Zipcar, რომელიც მობილური აპლიკაციის მეშვეობით მანქანებს აქირავებს. კომპანია იმდენად გაიზარდა, რომ 2011 წლისთვის 1.2 მილიარდ აშშ დოლარს ფლობდა.
რეი კროკი წლების განმავლობაში მუშაობდა ქაღალდის ჭიქების გამყიდველად და პიანისტად. 52 წლის ასაკში კი ის ძმებს - დიკსა და მაკს შეხვდა. ძმებს ახალი წამოწყებული ჰქონდათ "მაკდონალდსის" ბიზნესი და სჭირებოდათ ფინანსები მის გასაფართოვებლად. კროკმა დაინახა ის უდიდესი პოტენციალი, რაც სწრაფი კვების რესტორანს ჰქონდა. დღესდღეობით კი კომპანია 36 000 რესტორანს აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით და მას ყოველდღიურად 70 მილიონი ადამიანი სტუმრობს.
საფრა კატცი ახლად დაარსებულ კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია Oracle-ს 39 წლის ასაკში შეუერთდა და წლების განმავლობაში მუშაობდა მის განვითარებაზე. მოგვიანებით ის კომპანიის თანადირექტორიც გახდა და 2017 წლის მონაცემებით კატცი აღმოჩნდა პირველი ქალი, რომლის წლიური შემოსავალიც 40 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა.
იაპონელმა მომოფუკუ ანდომ 1958 წელს 48 წლის ასაკში მარილის მწარმოებელი კომპანია დააარსა. მოგვიანებით მას გაუჩნდა იდეა შეექმნა კომპანია, რომელიც იაფ და ყველასთვის ხელმისაწვდომ საკვებს დაამზადებდა და დააარსა Nissin Foods. აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის შედეგად შიმშილობის პირას მყოფ მოსახლეობაში მის მიერ შეთავაზებული პროდუქტი მალევე გახდა პოპულარული და ხშირად გაყიდვადი.
ტიმ და ნინა ზაგატები ერთმანეთს 1966 წელს იელის სამართლის სკოლაში შეხვდნენ და დაქორწინების შემდეგ ნიუ იორკში გადასახლდნენ, სადაც კორპორატიულ მოსამართლეებად მუშაობნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი პრიზში გადასახლდნენ, სადაც ხშირად სტუმრობდნენ სხვადასხვა რესტორნებსა თუ კაფეებს. მათ ერთი უჩვეულო ჰობი ჰქონდათ: ისინი თითოეული რესტორნის მონაცემებს იმახსოვრებდნენ და ინიშნავდნენ მათ კარგსა თუ ცუდ მხარეებს. მოგვიანებით, როდესაც ისინი 40 წელს გადაცდნენ, მიხვდნენ, რომ შეგროვებული უზარმაზარი მასალა შეეძლოთ მათ სასიკეთოდ გამოეყენებინათ და შექმნეს Zagat Survey. აღსანიშნავია, რომ მათ მიერ შექმნილი სისტემა ტურისტებს უადვილებდა მათთვის შესაფერისი კვების ობიექტის მოძებნას. 2011 წელს კი "გუგლმა" მათი კომპანია იყიდა, რითაც ზაგატები მილიონერები გახდნენ.
ჯეკ ვეილმა კომპანია Rockmount Ranch 1946 წელს 45 წლის ასაკში დააარსა. აღნიშნული კომპანია კოვბოის სამოსს ამზადებს და თავისი განსხვავებული და თავისებური დიზაინით მალე გახდა პოპულარული. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ვესტერნული სტილის სამოსზე ძალიან დიდია Rockmount Ranch-ის გავლენა. ვეილი კომპანიის დირექტორი 2008 წლამდე იყო, ის 107 წლის გარდაიცვალა.
ლინდა ვეინმანი წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა კომპიუტერულ მაღაზიაში. 1995 წელს 40 წლის ასაკში მან მეუღლესთან ერთად შექმნა ვებგვერდი Lynda.com, რომელიც წარმოადგენს კომპიუტერული გაკვეთილების ონლაინ ბიბლიოთეკას, რომელზე წვდომაც ნებისმიერ მსურველს აქვს გარკვეული თანხის გადახდის შემთხვევაში. 2015 წელს მათი კომპანია LinkedIn-მა შეიძინა 1.5 მილიარდ აშშ დოლარად.
სემ ვოლტონი 44 წლის იყო, როდესაც 1952 წელს პირველი Walmart-ის მაღაზია გახსნა, რომელსაც Wall-Mart Discount City დაარქვა. მოგვიანებით კომპანია გაფართოვდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უზარმაზარი მაღაზიათა ქსელი გახდა. დღეს ის 11 368 მაღაზიას აერთიანებს და ყოველწლიურად მისი მოგება 500 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ვოლი ბლუმი 57 წლამდე სუპერმარკეტში მუშაობდა და როგორც თავად ამბობს, საკუთარი ბიზნესის დასაწყებად არც დრო და არც ფული არ ჰქონდა. მეგობრის დახმარებით მან დააარსა კომპანია Denali Flavors, რომელიც ნაყინს აწარმოებს. მის მიერ წარმოებული ნაყინი მალევე გახდა პოპულარული და მის შემქმნელს დიდი წარმატება მოუტანა.
წყარო: Businessinsider
მოამზადა - ბექა ბერიაშვილმა