ტექნიკის მწარმოებელი ხუთი უმსხვილესი კომპანია, რომლებიც იარაღის წარმოებაშია ჩართული

მიუხედავად იმისა, რომ „მიცუბიში“ („Mitsubishi“) და „როლს როისი“ („Rolls Royce“) ცნობილია, როგორც კომპანიები, რომლებიც მოტოციკლეტებით დაწყებული კონდიციონერებით დამთავრებული ყველაფერს აწარმოებენ, თუმცა, ეს მათ მიერ წარმოებული პროდუქტების სრული სია არ არის.

სტოკლჰომის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტმა (SIPRI) ახლახანს გამოაქვეყნა იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული მონაცემები, რომელიც მოცავს იარაღის წარმოებაში ჩართული კომპანიების რეიტინგს; აღნიშნულ ჩამონათვალში იარაღის მწარმოებელი 100 საუკეთესო კომპანიაა შესული.

რეიტინგში შესული 100 საუკეთესო კომპანიიდან 42 ამერიკულია, რაც გასაკვირი არაა, თუმცა, საინტერესოა ის, რომ მთელი რიგი კომპანიები, რომლებიც იარაღის წარმოებაში არიან ჩართული, ცნობილია, როგორც ავტომობილებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები.

ქვევით მოცემულია ტექნიკის მწარმოებელი ხუთი უმსხვილესი კომპანია, რომლებიც იარაღის წარმოებაშია ჩართული, თუმცა ამის შესახებ შესაძლებელია არც კი გსმენიათ.

5. „ფუჯიცუ“ - „Fujitsu“

„ფუჯიცუ“ მხოლოდ უხმაურო კონდიციონერების წარმოებით არ გამოირჩევა.

ტექნიკური თვალსაზრისით, „ფუჯიცუს“ წარმოების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია იარაღის წარმოებაზე ორიენტირებული, თუმცა, 2017 წელს, მხოლოდ იარაღის წარმოების შედეგად მიღებულმა კომპანიის მოგებამ, არც მეტი არც ნაკლები, $1.11 მილიარდი შეადგინა - კომპანიის გაყიდვების საერთო მოცულობის 3%.

4. „კავასაკი“ - „Kawasaki“

„კავასაკი“ მსოფლიოში ცნობილია, როგორც მოტოციკლეტების მწარმოებელი კომპანია, თუმცა იგი ასევე გემებსა და სამხედრო თვითმფრინავებსაც აწარმოებს.

„კავასაკიმ“, 2017 წელს, იარაღის გაყიდვების შედეგად $2,14 მილიონი მოგება ნახა, რაც მისი გაყიდვების საერთო მოცულობის 15.2%-ს შეადგენს.

3. „სააბი“ -„Saab“

„სააბი“ შვედური კომპანია, რომელიც ადრე ავტომობილების წარმოებით იყო დაკავებული. ამჟამად, კომპანია ძირითადად იარაღის წარმოებაზეა ორიენტირებული.

2017 წელს, იარაღის წარმოებით, კომპანიამ $2.67 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც კომპანიის $3.18 მილიონიანი გაყიდვების საერთო მოცულობის 83.9%-ს შეადგენს.

„სააბმა“ ავტომობილების წარმოება 2012 წელს შეწყვიტა და მას შემდეგ შვედეთის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში აღმოჩნდა.

2. „მიცუბიში“ - „Mitsubishi“

„მიცუბიში“ ავტომობილების გარდა აწარმოებს საყოფაცხოვრებო ტექნიკას, როგორიცაა მაგალითად კონდიციონერები.

შპს. „Mitsubishi Heavy Industries” წარმოადგენს „მიცუბიში” ჯგუფის განაყოფს. კომპანიის ანგარიშ-ფაქტურებმა აჩვენა, რომ 2017 წლის განმავლობაში, იარაღის გაყიდვებმა კომპანიას $3.57 მილიარდი მოუტანა, რაც გაყიდვებიდან მიღებული ჯამური შემოსავლის 9.7%-ს შეადგენს.

1. „როლს როისი“ - „Rolls-Royce“

„როლს როისი“ ბრიტანული კომპანიაა, რომელიც ავტომობილების წარმოებითაა ცნობილი.

კომპანია „როლს როისი“ იარაღის გაყიდვებში ჩართული კომპანიების ჩამონათვალში მე-17 ადგილს იკავებს. 2017 წელს, კომპანიამ $4.42 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გაყიდა, რაც კომპანიის გაყიდვების საერთო მოცულობის 22.8% შეადგენს.

მოამზადა ეკა ბიწკინაშვილმა