როგორ პოზიციონირებენ ქართული ბანკები Fitch Ratings-ში

ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობას დიდწილად საფინანსო სექტორის მდგრადი განვითარება და ზრდა განსაზღვრავს.

საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და ბაზრის მოთამაშეებიც მუდმივად ცდილობენ გაიუმჯობესონ სხვადასხვა რეიტინგები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ბაზრის შედარებით მცირე მოთამაშეების დაწინაურება. ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში წინსვლა განიცადა „ხალიკ ბანკ საქართველომ“, რომელსაც Fitch Ratings-მა გრძელვადიანი ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR) „BB-„ პოზიტიური პროგნოზით დაუდასტურა.

“ხალიკ ბანკ საქართველოს“ მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი ყაზახეთის ფინანსური სისტემის ლიდერის, ხალიკ ჯგუფის წევრია, რომელიც საქმიანობს ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიგეთში, რუსეთსა და საქართველოში.

„ხალიკ ბანკი ყაზახეთი” საფინანსო ბაზრის ერთ-ერთ უმსხვილეს ინსტიტუტს წარმოადგენს და თავისი არსებობის 95 წელს ითვლის. მისი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წლიდან არის წარმოდგენილი.

“ხალიკ ბანკი საქართველო“ (www.halykbank.ge) ქართულ საბანკო ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს და წარმოადგენს უნივერსალურ კომერციულ ბანკს, რომელიც სთავაზობს კორპორატიულ და საცალო კლიენტებს პროდუქტებისა და მომსახურებების ფართო სპექტრს.

ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით „ხალიკ ბანკ საქართველომ” მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგები მოგებით დაასრულა და შეადგინა 2,448,834 ლარი.

რაც შეეხება სხვა ბანკების რეიტინგს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის ბოლო შეფასებით: თიბისი ბანკი-სა და საქართველოს ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი ‘BB-‘-ია, პროგნოზით სტაბილურამდე.

Fitch ასევე ადასტურებს გრძელვადიან რეიტინგს „ლიბერთი ბანკისთვის“ ( ‘B+’ დონეზე) და „პროკრედიტ ბანკისთვის“ (‘BB+’ დონეზე), პროგნოზით სტაბილური.

(R)