როგორ იცვლებოდა ერთი წლის განმავლობაში რეგიონის ვალუტების კურსი დოლართან მიმართებით (+ინფოგრაფიკა)

2018 წლის აპრილიდან დღემდე ქართული ლარი 36 პუნქტით გაუფასურდა. 2018 წლის აპრილის ლარის საშუალო ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებით 2,42 ნიშნულზე იყო, დღეს კი ერთი დოლარი 2,78 ლარი ღირს.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ქართულ ვალუტასთან ერთად რეგიონის ქვეყნებში მნიშვნელოვნად უფასურდება თურქული ლირაც. წლის განმავლობაში ლირა 48,7%-ით, ლარი კი 14,8%-ით გაუფასურდა.

უმნიშვნელო ცვლილებას განიცდის რუსული რუბლი. ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით მხოლოდ 4 პუნქტით, დაახლოებით 6,6%-ით დაეცა.

ბოლო ერთი წელიწადში სომხური დრამი გამყარდა, რაც შეეხება აზერბაიჯანულ მანათს, ის მყარ პოზიციას ინარჩუნებს და დღესაც, როგორც ერთი წლის წინ ერთი დოლარი 1,70 მანათი ღირს.

გთავაზობთ დოლართან მიმართებით რეგიონის ქვეყნების ვალუტების ოფიციალური კურსის ცვლილებას: (გრაფაში მოცემულია საქართველოს და მეზობელი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ დადგენილი თვის საშუალო ოფიციალური კურსი)

ინფოგრაფიკა: ლიკა ამირაშვილი