„აბსურდია ალბათ, რომ საქართველო ზღვის ქვეყანაა და ჩვენ თევზის წარმოება, ფაქტობრივად, არ გვაქვს"

„აბსურდია ალბათ, რომ საქართველო ზღვის ქვეყანაა და ჩვენ თევზის წარმოება, ფაქტობრივად, არ გვაქვს,“ - ამის შესახებ “საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ქართული ეკონომიკის სერიოზული ჩავარდნაა.

საგანელიძე კომიტეტის წინაშე საპარტნიორო ფონდის საქმიანობის შესახებ მოხსენებით გამოდის.

„თითქმის 80%, თუ მეტი არა, იმპორტზე შემოდის თევზი, როცა ამდენი მდინარე და ზღვა გვაქვს. ეს ჩვენი ეკონომიკის ძალიან სერიოზული ჩავარდნაა ამ დარგში. თევზის წარმოება ჩვენი მეზობელი სომხეთის ეკონომიკაში ექსპორტში დგას მეორე ადგილზე, როცა ერთი ტბა აქვს.

ყველა რეგიონზე ჩვენს ჯგუფს გაკეთებული აქვს, რომელი რაიონისთვის რა არის მნიშნელოვანი, რა შეიძლება იქ იყოს განვითარებული და რომელ რაიონში რა მოცულობის და რა სახის წარმოების გაკეთება შეიძლება,“ - განაცხადა დავით საგანელიძემ.