კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში მრეწველობის სექტორი ლიდერობს

2019 წლის 1-ლი მაისის მონაცემებით, კომერციულ ბანკებს ეკონომიკის დარგებზე მთლიანად 26 მლრდ ლარზე მეტი სესხი აქვთ გაცემული.

ბანკების საკრედიტო პორტფელში ლიდერი კი მრეწველობის სექტორია. ამ სეგმენტზე ბანკებს 3 მლრდ ლარზე მეტი სესხი აქვთ გაცემული. მეორე ადგილზეა ვაჭრობა, სადაც დაკრედიტების მაჩვენებელი 2,7 მლრდ ლარია. მესამეა მშენებლობა - სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის 1-ლი მაისის მდგომარეობით, ბანკების მიერ მშენებლობის სექტორზე 1,3 მლრდ ლარის კრედიტია გაცემული.

ეკონომიკის TOP-5 სექტორი, რომელიც კომერციულმა ბანკებმა 2019 წლის 1-ლი მაისის მდგომარეობით ყველაზე მეტად დააკრედიტეს:

მრეწველობა - 3 097 571 000 ლარი

ვაჭრობა - 2 718 394 000 ლარი

მშენებლობა - 1 309 708 000 ლარი

ოპერაციები უძრავი ქონებით, კვლევები, კომერციული საქმიანობა - 1 173 786 000 ლარი

სასტუმროები და რესტორნები - 1 024 865 000 ლარი

რაც შეეხება ეკონომიკის იმ დარგს, რომლის დაკრედიტებაზე ყველაზე ცოტა კრედიტია გაცემული, განათლებაა. 2019 წლის 1-ლი მაისის მდგომარეობით, ბანკების მიერ განათლების სექტორი მხოლოდ 144 685 000 ლარით არის დაკრედიტებული.