საქართველოს ეროვნული ლატარია დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირზე სპეციალური სტენდით იყო წარმოდგენილი და ტრადიცია არც წელს დაურღვევია - ძალიან ბევრმა ადამიანმა სხვადასხვა რაოდენობის თანხა მოიგო და საკუთარ თავზე გამოსცადა მოგების სიხარული.
ფერადი და იღბლიანი პავილიონი დილიდან უამრავ მომხმარებელს იზიდავდა, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ, 6 მომენტალური ლატარია შეეძინათ - „ფარაონი“, „ოქროს საწმისი“, „შვიდიანი“, „ჯოკერი“, „სამი შანსი“ და „საახალწლო“. მომენტალურ ლატარიაში მოგებულ თანხას ბედნიერი მომხმარებელი ადგილზევე ანაღდებდა.
იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ჯეკპოტის მოგების იმედით ტირაჟიანი ლოტო „6/36“-ისა და „5/35-ოქროს ბურთის“ ბილეთებს ავსებდნენ. ჯეკპოტი კი დღითი დღე იზრდება და ის ამ დროისთვის „6/36“-ში 439 438 ლარია, რომლის მოგებაც 2 ლარადაა შესაძლებელი. რაც შეეხება „5/35-ოქროს ბურთის“ ჯეკპოტს, ის უკვე 82 104 ლარი გახლავთ, ბილეთის ღირებულება კი 1 ლარია!
6 მომენტალური და 2 ტირაჟიანი ლატარიის გარდა, საქართველოს ეროვნული ლატარია მომხმარებელს 17 ახალ ონლაინ თამაშსაც სთავაზობს, საიდანაც ერთ-ერთი თამაშის „ფარაონთა საგანძურის“ ღირებულება, სულ რაღაც 50 თეთრია, მოგება კი - 10 000 ლარი! ონლაინ თამაშებისთვის მომხმარებელი უნდა ეწვიოს საიტს: www.lotto.ge, დარეგისტრირდეს და გაიაროს ვერიფიცირება.
ამ დროისთვის საქართველოს ეროვნულ ლატარიას მოგების სახით უკვე გაცემული აქვს 18 905 007 ლარი! იყავი შემდეგი! იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!