ვინ იყიდის „ბორჯომი ლიკანს“ - საპარტნიორო ფონდს სასტუმრო გასაყიდად გამოაქვს

უკვე გამზადებული გვაქვს საბოლოო დოკუმენტი „ბორჯომი ლიკანის“ გასაყიდად გამოსატანად“.

ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის დირექტორმა დავით საგანელიძემ პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.

„არცერთ პროექტში ჩვენ როგორც მმართველი კომპანია, ისე არ ვართ წარმოდგენილი. გამონაკლისი არის მხოლოდ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“, ყოფილი „რიქსოსი“. ამ შემთხვევაშიც ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს საბოლოო დოკუმენტი მის გასაყიდად გამოსატანად. მოლაპარაკებები გვქონდა „მერიოტთან“, „ინტერკონტინენტალთან“, „სვის ოტელთან“, რათა მართვაში შემოსულიყვნენ და იმედი მაქვს, ამ პროცესში კიდევ უფრო წინ წავიწევთ,“-აღნიშნა საგანელიძემ.

ცნობისთვის, Rixos-ის ბრენდი ბორჯომში მდებარე სასტუმროდან ოფიციალურად 2018 წლის 13 აპრილს გავიდა. გასული წლის ივნისში კი „საპარტნიორო ფონდი“ „ბორჯომი-ლიკანი ინტერნეიშენალის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე გახდა.

თაია არდოტელი