მარწყვი საქართველოს გარდა, რეგიონის ყველა ქვეყანაში გაიაფდა

გასულ კვირას, ბაღის მარწყვი რეგიონის ყველა ქვეყანაში გაიაფდა, საქართველოს გარდა. მეტიც, East fruit-ის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში პროდუქტის ღირებულება 23%-მდე გაიზარდა.

ამავე კვლევის მიხედვით, ერთი კვირის წინ მარწყვი ყველაზე ძვირი რუსეთში იყო და ეს ტენდენცია კვლავ ნარჩუნდება. პროდუქტი კვლავ 4,19 დოლარი ღირს, თუმცა როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მომავალი კვირიდან ფასი დაეცემა, რადგან რუსეთში მარწყვის სეზონი იწყება და პროდუქტის რაოდენობა გაიზრდება.

ამავე კვლევის მიხედვით, საქართველო რეგონის ქვეყნებს შორის ერთადერთია, სადაც მარწყვის ღრებულება 23%-ით გაიზარდა და საშუალო ფასმა - 1,8 დოლარი შადგინა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ფასების მატება სავარაუდოდ, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში მოსულმა სეტყვამ განაპირობა, რამაც პროდუქტის ნაწილი გაანადგურა. რაც შეეხება სათბურის მარწყვს, მისი ღირებულება 2,52 დოლარია.

ბაღის მარწყვი ყველაზე მეტად, კერძოდ, 54%-ით გაიაფდა პოლონეთში და 1კგ-ს ღირებულებამ 1,30 -1,57 დოლარი შეადგინა. ამასთან, ფასის შემცირების ტენდენცია შეინიშნება მოლდოვაშიც, სადაც პროდუქტის ღირებულება 2,51 დოლარიდან 1,94 დოლარამდე დაეცა.

ანალოგიური ვითარებაა უკრაინაშიც, სადაც მარწყვი 23-დან- 44%-მდე გაიაფდა და 1კგ-ს ღირებულებამ 1,48 დოლარი შეადგინა.

ნინი ქეთელაური