ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა თანამდებობა დატოვა,-ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.
„ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა, აკაკი გურჯიძემ თანამდებობა დატოვა.
ის სრულად იაზრებს არსებულ ვითარებას და აცხადებს, რომ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯია“, - ნათქვამია განცხადებაში.