პრობლემა მომდევნო 2 წლის განმავლობაში მთლიანად გადაიჭრება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი არათუ გაორმაგდება რაოდენობით, არამედ მოწყობილი იქნება შესაბამისი ინფრასტრუქურა, რომელიც ამ ტრანსპორტის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის და მონიტორინგის შეფასების შესახებ კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ზოგადად, ტექნიკური დათვალიერება საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმაა და კომპლექსური ღონისძიებებისგან შედგება. მუნიციპალიტეტი თავის მხრივ ძალიან მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს იმ კუთხით, რომ მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკი ჩანაცვლდეს მომდევნო 2 წლის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ მთლიანად ჩანაცვლდება, მათ შორის, ინსპექტირება გავლილი ავტობუსები, ასევე, გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის უნარი მათი მოცულობის გაზრდით. რაც შეეხება, გამართულობას, ყვითელი ავტობუსები რომ არანაირ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, ამაზე ყველა ვთანხმდებით. გვაქვს ავტობუსების გარკვეული რაოდენობა, რომლებმაც ვერ გაიარეს ინსპექტირება. პრობლემა მომდევნო 2 წლის განმავლობაში მთლიანად გადაიჭრება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არათუ გაორმაგდება რაოდენობით, არამედ მოწყობილი იქნება შესაბამისი ინფრასტრუქურა, რომელიც ამ ტრანსპორტის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს",- განაცხადა ბითაძემ.