საბაჟო გამშვებ პუნქტებში „გუგუთი“ და „ყაზბეგი“ არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და რუსეთის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში 9,913 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (125,59 გრ.) და ვერცხლის (46 გრ.) ნაკეთობები გამოავლინეს.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 9,913 ლარის ოდენობით შეეფარდათ“, - ნათქვამია აღნიშნულ ინფორმაციაში.