ლონდონი მილიონერების ქალაქად დასახელდა

ლონდონი არის ქალაქი, სადაც ყველაზე მეტი მილიონერია

ამის შესახებ ნათქვამია კონსალტინგური კომპანია New World Wealth - ის კვლევაში. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ექსპერტთა შეფასებით, ბრიტანეთის დედაქალაქში მცხოვრებლების 3%-ზე მეტს აქვს მილიონ დოლარზე მეტი კერძო აქტივები.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ლონდონი შეძლებულ ადამიანებს იზიდავს მთელი მსოფლიოდან, როგორც ევროპის მთავარი ფინანსური ცენტრი.

ამასთან, მულტიმილიონერების, ანუ ადამიანების, რომელთაც 10 მლნ დოლარზე მეტი კერძო აქტივები აქვთ, რიცხვით ბრიტანეთის დედაქალაქი ჰონგ-კონგსა და ნიუ-იორკს ჩამორჩება.

bpnbpn