ნოდარ ხადური ელჩებს ეკონომიკური პროცესების შესახებ ინფორმაციას აწვდის

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამბასადორიალის მონაწილე ელჩებს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ ინფორმაციას აწვდის.

როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის დაგეგმილთან შედარებით ეკონომიკის მაღალი, 6%-იანი ზრდა, რაც ბიუჯეტში მხოლოდ საგადასახადო შემოსავლების მობილიზების თვალსაზრისით არსებულ პროგრესს წარმოადგენს.

"გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, რაშიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების წარმომადგენლების, ელჩების მონაწილეობა", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.