საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ქუთაისის აეროპორტი“, „კარწახი“ და ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 21-26 მაისს, ეჭვის საფუძველზე, საბერძნეთის, თურქეთის, პოლონეთის, ირანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (279 აბი) და ფსიქოტროპული (190 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტი გამოავლინეს. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები და გამოძიება სსკ-ის 260-ე, 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.