ლარმა გაუფასურების  ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. მეტიც, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარმა გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მიმდინარე თვეში ეროვნული ვალუტა უკვე 8 თეთრით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7876 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7811 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0065 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, დღემდე ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი 2016 წელს დაფიქსირდა. კერძოდ, 2016 წლის 22 დეკემბრის მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულება 2,7846 ლარი იყო.

თაია არდოტელი