თბილისში ძლიერი სეტყვისა და წვიმის გამო 112-ში  ყველაზე მეტი შეტყობინება ისანი-სამგორისა და გლდანი-ნაძალადევიდან შევიდა

თბილისში ძლიერი სეტყვისა და წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ყველაზე მეტი შეტყობინება ისანი-სამგორისა და გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიიდან შევიდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათი ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოქალაქეთა 80-ზე მეტი სატელეფონო შეტყობინება შევიდა, ყველაზე მეტი შეტყობინება კი ისანი-სამგორისა და გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიიდან იყო. შეტყობინებები ძირითადად, ეხებოდა სახლებში, შენობებში, ასევე, სარდაფებში წყლის ჩასვლას. ასევე, წყალი ჩავიდა მიწისქვეშა გადასასვლელებში და მეტროს ჩასასვლელებში. ამჟამად, სამაშველო ჯგუფი ყველგან, ყველა ლოკაციაზეა მობილიზებული და ამოტუმბვითი სამუშაოები გრძელდება. დაშავებული არავინაა.