ბოლო სამ წელში სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტ-რეექსპორტი 122%-ით გაიზარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის იანვარ-აპრილში სულ 14 285 ავტომობილის ექსპორტ-რეექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 6 421 ერთეულს შეადგენდა.
რაც შეეხება 2018 წლის იანვარ-აპრილს, ქვეყნიდან 13 532 სატრანსპორტო საშუალება გავიდა.
ამავე მონაცემების მიხედვით, 2018 წელს ქვეყნიდან ჯამში, 58 341 სატრანსპორტო საშუალების ექსპორტი განხორციელდა, რაც 84,2%-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 2017 წელს საქართველოდან 31 670 სატრანსპორტო საშუალების ექსპორტ-რეექსპორტი განხორციელდა.
რაც შეეხება მთავარ ექსპორტიორ ქეყნებს, ესენია: სოხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყირგიზეთი, რუსეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები.