ვეჯინის მოსახლეობა ინდოელ ფერმერებს მიწის უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებს

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში, მოსახლეობის ნაწილი ინდოელ ფერმერებს უპირისპირდება და მათ საძოვრისთვის გამოყოფილი მიწის უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებს.

ადგილობრივების თქმით, ინდოეთის მოქალაქეებმა გლეხების ნაკვეთებამდე მისასვლელი გზა დაამუშავეს, რის გამოც ნაკვეთებამდე მისვლა უჭირთ. ვეჯინელები ინდოელ ფერმერებს ადგილობრივების ნაკვეთების დაწვაშიც ადანაშაულებენ. მათივე თქმით, არსებული პრობლემების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება არაერთხელ ჩააყენეს საქმის კურსში, თუმცა, ამ დრომდე, რეაგირება არ მომხდარა.

ინდოელმა ფერმერებმა ვეჯინელების ბრალდებებს არ უპასუხეს.

გურჯაანის რაიონის გამგებელი გია გერგიძე ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა აცხადებს, რომ პრობლემის შესწავლას დღესვე დაიწყებს.