Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ამ დროისთვის 1 დოლარი 2,8000 ლარად ივაჭრება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეისთვის დადგენილი ოფიციალური კურსით კი ერთი დოლარი 2,7876 ლარი ღირს.
რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, ნაწილში ერთი დოლარის ღირებულება უკვე 2,84 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელი ვაჭრობის შედეგად ლარმა გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღეს ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7876 ლარი შეადგინა. დღემდე ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი 2016 წელს დაფიქსირდა. კერძოდ, 2016 წლის 22 დეკემბრის მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულება 2,7846 ლარი იყო.