Top-10 ქალაქი მსოფლიოში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ყველაზე იაფია

Deutsche Bank-მა შეადგინა იმ ქალაქების რეიტინგი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ყველაზე იაფია. ჯამში რეიტინგში მოხვდა მსოფლიოს 56 ქალაქი სხვადასხვა ქვეყნიდან.

ყველაზე იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოსავლენად მკვლევარებმა საანგარიშოდ აიღეს მგზავრობის ერთთვიანი ბილეთის საფასური.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს ქალაქების ათეულს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ერთი თვის განმავლობაში ყველაზე იაფი დაგიჯდებათ.

  • ბუენოს აირესი, არგენტინა - $15,3
  • მუმბაი, ინდოეთი - $16,8
  • მეხიკო, მექსიკა - $19,9
  • ნიუ-დელი, ინდოეთი - $23,1
  • პრაღა, ჩეხეთი - $23,4
  • ერ-რიადი, საუდის არაბეთი - $24
  • ბანგალორი, ინდოეთი - $24,2
  • მანილა, ფილიპინები - $24,9
  • კუალა-ლუმპური, მალაიზია - $24,9
  • ჯაკარტა, ინდონეზია - $28,7
კოკა კვირკველია