თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო თბილისის მერიასთან თანამშრომლობით ქალაქის ცენტრში შშმპ ლიფტებს დაამონტაჟებს

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო თბილისის მერიასთან თანამშრომლობით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქალაქში გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქის ცენტრში (მელიქიშვილის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი) მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში სამ ლოკაციაზე ექვსი შშმპ ლიფტის (ფლატფორმის) მონტაჟს უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო საბაზრო ფასებით პროექტის ღირებულება 100 000 აშშ დოლარს შეადგენს.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგნეტოს მიერ პროექტის ფარგლებში დამონტაჟებული ლიფტები ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების კომფორტულ გადაადგილებას ქალაქის ყველაზე გადატვირთულ უბნებში, რაც დადებითად იმოქმედებს მათ სოციალურ აქტიურობაზე.