მებაჟე ოფიცრებმა იარაღის უკანონო შემოტანის მცდელობა გამოავლინეს

საბაჟო გამშვები პუნქტის, "ვალეს" მებაჟე ოფიცრებმა იარაღის უკანონო შემოტანის მცდელობა გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო პროცედურების განხორციელებისას, თურქეთის მხრიდან შემოსული თურქეთის მოქალაქის ჰ.ო.-ს ავტომობილში აღმოაჩინეს არადეკლარირებული პისტოლეტი SIGSAUER – 1 ცალი, პისტოლეტის SIGSAUER მჭიდი - 1 ცალი, პისტოლეტის SIGSAUER ვაზნა - 9 ცალი და გაზის პისტოლეტის ვაზნა - 39 ცალი.

საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.