თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, სოფელ ვაშლოვნის სოფელ კოდასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 4.7 კმ სიგრძის საავტომობილო გზაზე მოეწყობა ბეტონის საფარი.
მათივე ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შედეგად, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების პირობით ისარგებლებს, სოფელებში: ვაშლოვანსა და ერტისში მცხოვრები 1000-მდე პირდაპირი ბენეფიციარი.
აღსანიშნავია, რომ გზის მოწესრიგებამდე აღნიშნული სოფლების მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობდა, ხოლო სამუშაოების განხორციელების შედეგად სოფლები უმოკლესი პირდაპირი გზით, ცენტრალურ საავტომობილო გზას დაუკავშირდება.
ხელშეკრულების ღირებულება 1 997 914.00 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება 2019 წლის ივნისის ბოლომდე ხელშეკრულებით გათვალისწინებულია.