საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, კერძო საექსპერტო დაწესებულების დირექტორი და ფინანსური მენეჯერი ამხილეს.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ფულადი თანხის სანაცვლოდ, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაამზადეს და გასცეს ბეტონის გამოცდის ყალბი ოქმები, რომლებშიც დააფიქსირეს ბეტონის მარკიანობის გაზრდილი ყალბი მაჩვენებლები ბეტონის სიმტკიცესთან დაკავშირებით.
„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.