"ნიკორამ“ საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სტუდენტები „ნიკორას“ შვილობილ კომპანიებში, სხვადასხვა პოზიციაზე სტაჟირებას გაივლიან და პრაქტიკულ გამოცდილებასაც მიიღებენ. მემორანდუმი 1-წლიან პერიოდს მოიცავს.
კომპანიაში განათლების მიმართულებით სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. უკვე ერთი წელია, რაც თავისუფალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, კვების პროდუქტების ტექნოლოგიების 4 საუკეთესო სტუდენტი, ყოველთვიურად, „ნიკორას“ დაფინანსებით სტიპენდიას იღებს.
„განათლება ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ამიტომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთი პროექტი განვახორციელეთ. გარდა ზემოთაღნიშნულისა, კომპანიაში მუდმივად ტარდება სხვადასხვა ტრენინგები, რომელიც დასაქმებულების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება. ამ მიმართულებით მომავალშიც ბევრი საინტერესო პროექტი იგეგმება, რადგან ვფიქრობთ რომ განათლება ქვეყნის განვითარების საფუძველია,“ - აცხადებენ „ნიკორაში“.
„ნიკორას“ ყურადღების ქვეშ მხოლოდ საუნივერსიტეტო განათლება არ ექცევა. ახლახანს დასრულდა კონკურსი, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი. გამოვლინდა 3 გამარჯვებული და მათ წამახალისებელი საჩუქრები გადაეცათ.