Microsoft-ი შვედეთში განახლებად ენერგიაზე მომუშავე დატა-ცენტრს აშენებს

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Microsoft-ი შვედეთში ახალი დატა ცენტრის მშენებლობას აპირებს, რომელიც განახლებადი ენერგიით იფუნქციონირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი ენერგო მომარაგება მოხდება ალტერნატიული წყაროებიდან. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ.

აღსანიშნავია, რომ მისთვის ენერგიის მიმწოდებელი გახდება შვედური კომპანია Vattenfall, რომელიც Microsoft-ის ნიდერლანდებში არსებულ ცენტრს 2017 წლიდან ქარისგან მიღებული ენერგიით ამარაგებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება გახლავთ Microsoft-ის სტრატეგიის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს განახლებადი ელექტროენერგიის გამოყენებას გლობალურ ინფრასტრუქტურაში და გარემოში ნახშირორჟანგის გაზის გაფრქვევის მინიმიზირებას. წინასწარი გათვლებით, უკვე წლის ბოლომდე კომპანიის მიერ მოხმარებულ მთლიან ენერგიაში 60% განახლებად წყაროებზე მოვა, 2023 წლისთვის კი ეს მაჩვებელი 70% გახდება.

კოკა კვირკველია