Google-ი კრძალავს აპლიკაციებს, რომლებიც მარიხუანის გაყიდვას უწყობს ხელს

Google-მა App Store-ში აკრძალა ის აპლიკაციები, რომლებიც ხელს უწყობდა მარიხუანის ან მსგავსი პროდუქციის გაყიდვას. ეს გადაწყვეტილება Google-ის კონტენტის პოლიტიკაში განხორციელებულ ცვლილებას მოჰყვა.

ამგვარად, Google-ი ამ ნაბიჯით მარიხუანას ალკოჰოლსა და თამბაქოს პროდუქციას უთანაბრებს. მარიხუანის გაყიდვა ზრდასრული ადამიანებისთვის აშშ-ის კონკრეტულ შტატებში ლეგალურია, თუმცა, გაყიდვა არასრულწლოვნებზე აკრძალულია, რაც Google-ისთვის პოტენციურ რისკს წარმოადგენს.

დეველოპერებმა აპლიკაციიდან საკუთარი საშოპინგო კალათის ოფცია უნდა წაშალონ იმისათვის, რომ ცვლილება ახალ პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოვიდეს.

ახალ პოლიტიკას Google-ი შესაბამისობაში მოჰყავს Apple-ის „App Store“-თან, რომელიც აპლიკაციებში ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვას ასევე კრძალავს.