ოზურგეთს ენერგომომარაგება გაუუმჯობესდება

კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ცნობით, ოზურგეთში ენერგომომარაგება უმჯობესდება.

კომპანიის განცხადებით, ოზურგეთში 10 კვ ქსელის რეაბილიტაცია განახლდა და შედეგად ქალაქის 2000-მდე აბონენტის ენერგომომარაგება უფრო საიმედო და სტაბილური გახდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა თაყაიშვილის, წმ.გიორგის, წუწუნავას, ღლონტის, პუშკინის, გოლიაძის, გურიის და კიდევ 13 ქუჩაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ქვესადგურ ოზურგეთის #8 ფიდერზე ამორტიზირებული კაბელი გამოიცვალა. სამუშოები 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდება.

"ქსელის რეაბილიტაცია საგრძნობლად გამოასწორებს ელექტრომომარაგებას, მაგრამ ის მთლიანად ვერ გამორიცხავს უამინდობის და სხვა მიზეზის გამო გამოწვეულ გათიშვებს. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კომპანია მომავალშიც განაგრძობს ფიდერებისა და მაღალი ძაბვის ქვესადგურების რეაბილიტაციას", - ნათქვამია "ენერგო-პრო ჯორჯიას" განცხადებაში.

ქსელის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ავარიული გათიშვების მინიმუმამდე დაყვანისა და აბონენტების უწყვეტი ელექტრომომარაგების მიზნით, "ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ ფილიალში სარეაბილიტაციო სამუშაოები ყველა მომსახურების ცენტრშია დაგეგმილი.