საქსტატი: საქართველოში სალომბარდო საქმიანობით 1031 ორგანიზაციაა დაკავებული

საქართველოში სალომბარდო საქმიანობას ათასზე მეტი ორგანიზაცია ეწევა. უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2013 წლის ბოლოსთვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 1031 ორგანიზაცია დაფიქსირდა.

აქედან 45,8 პროცენტი თბილისში მდებარეობს, 13,5 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 12,3 პროცენტი – აჭარაში, 10,6 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო დანარჩენი 17,8 პროცენტი სხვა რეგიონებში ფუნქციონირებენ.

ლომბარდების სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობამ, 2013 წლის ბოლოსთვის, სტატისტიკის მიხედვით, 13,4 მლნ ლარი შეადგინა, მათ შორის 71 პროცენტი გამოხატული იყო ეროვნულ ვალუტაში, ხოლო 29 პროცენტი – უცხოურ ვალუტაში.