რომელს აქვს იმაზე მეტი გაკეთებული, ანაკლიის პროექტისთვის, მათ შორის, პარლამენტს გარეთ, რომელიც დღეს ჩასაფრებული ხალხის პოზიციიდან საუბრობს?! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო თავის ვალდებულებას შეასრულებს, კონსორციუმმა და კერძო სექტორმაც თავისი ვალდებულება შეასრულოს და ეს პროექტი შედგება.
„300 მილიონის ვალდებულება ავიღეთ, რომ სახელმწიფო გააკეთებს ინვესტირებას. გამოვისყიდეთ რამდენიმე ათეული მილიონი ლარის მიწები. საპარტნიორო ფონდს აქვს ვალდებულება 100 მილიონი დოლარის, რომ გააკეთოს დაფინანსება. პირადად მე ვიყავი ჩართული და პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს პროექტი მომხვდარიყო პრიორიტეტულ პროექტთა ნუსხაში, რომელიც დაამტკიცა ევროკავშირმა. პირადად მე მქონდა თხოვნა ოპეკთან, რომ განეხილათ და ჰქონოდათ პერსპექტიულ პროექტთა ნუსხაში. რომელს აქვს იმაზე მეტი გაკეთებული, ძალიან მაინტერესებს, მათ შორის, პარლამენტს გარეთ, რომელიც დღეს ჩასაფრებული ხალხის პოზიციიდან საუბრობს?! რომ ვამბობთ, ეს არის სტრატეგიული პროექტი, ე.ი. არის და ამისთვის ყველაფერი კეთდება. ყველას ურჩევნია ფოკუსირება გააკეთოს რეალური საქმის გაკეთებაზე. სახელმწიფო თავის ვალდებულებას შეასრულებს, კონსორციუმმა და კერძო სექტორმაც თავისი ვალდებულება შეასრულოს და ეს პროექტი შედგება“, - განაცხადა ბახტაძემ.