რუსეთი საკუთარი საჰაერო სივრცის გავლით საქართველოში უკრაინული ავიაკომპანიების ტრანზიტულ რეისებს კრძალავს

რუსეთი საკუთარი საჰაერო სივრცის გავლით საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში უკრაინული ავიაკომპანიების ტრანზიტულ რეისებს კრძალავს.

რუსული სააგენტოების ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

"რუსეთი კრძალავს უკრაინული ავიაკომპანიების ტრანზიტულ რეისებს რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში", - აღნიშნა დიმიტრი მედვედევმა მთავრობის სხდომაზე.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ რუსეთმა სრული აკრძალვა დააწესა ევროკავშირიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან, კანადიდან და ნორვეგიიდან საქონლის, ღორისა და ფრინველის ხორცის, თევზის, ყველისა და რძის პროდუქტების, ბოსტნეულის შეტანაზე. აკრძალვა არ ეხება საბავშვო კვების პროდუქტებს.