სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე სასწავლო წელს საჯარო და კერძო სკოლების ბუფეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაამოწმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შემოწმდა სკოლების სამზარეულოებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის განთავსებისა და რეალიზაციის პირობები. შემოწმების პარალელურად, ბიზნესოპერატორებს მიეცათ რეკომენდაციები, რა სამუშაოები უნდა ჩაატარონ არდადეგების პერიოდში სურსათის უვნებლობის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, რათა მომავალი სასწავლო წლის დაწყებას მომზადებულები შეხვდნენ.