აპრილში ვადაგადაცილებული სესხები 7.1 მლნ ლარით გაიზარდა და 493.7 მლნ ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2019 წლის აპრილის „თვის მიმოხილვაშია“ აღნიშნული.
სებ-ის ინფორმაციით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.8 პროცენტი იყო. ამასთან, ვადაგადაცილებული სესხების 43.6 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
რაც შეეხება მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელს, საანგარიშო პერიოდში 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 55.9 პროცენტს გაუტოლდა.