ხევსურეთში, სოფელ როშკამდე და წინხადუმდე მისასვლელი გზები გაიწმინდა

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ როშკამდე მისასვლელი გზის გაწმენდა დასრულდა, რომელზე გადაადგილებაც რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დროებით შეზღუდული იყო.

„25 მაისს ასევე დაიწყო გორშეღმის ხეობის სოფლების გაწმენდა, მაგრამ წინხადუდან ზეისტეჩომდე მონაკვეთზე ჩამოწოლილი ზვავის გამო ტექნიკა დროებით შეფერხდა. ამჟამად ხეობის 5 სოფლის მოსახლეობას მაღალი გამავლობის ავტომობილით შეუძლია წინხადუმდე შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გადაადგილდეს, ხოლო დარჩენილი 2 სოფლის გზა ზვავისა და მეწყერისგან უახლოეს მომავალში გათავისუფლდება“, - ნათქვამია დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.

გზების გაწმენდით სამუშაოებს შპს „ჟინვალი“ ასრულებს.