მჯერა, თუ დაინახავს ეროვნული ბანკი, რომ რეგულაციები შესარბილებელია, ის ამას გადახედავს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, იპოთეკურ სესხებზე შესაძლებელია, რომ რეგულაციები შერბილდეს.
„არაერთი კომენტარი გამიკეთებია. პირველი კომენტარი, რომ არ ვეთანხმები ამ მასშტაბის რეგულაციებს. ამაზე სხვადასხვა პლატფორმებზე, მათ შორის კომიტეტზე ვსაუბრობდი. სულისკვეთებას ვეთანხმები და ვიზიარებ, თუმცა აქ არის საუბარი განაკვეთებზე, მიდგომებზე და ა.შ. მათ შორის იყო საუბარი იპოთეკურ სესხებზე, იქ შეიძლება შერბილება. შესაბამისად, თქვენ იცით ჩემი მიდგომა ამ თემის მიმართ. საკითხი არის შემდეგში: ეროვნული ბანიკი აკვირდება, არის 4-5 თვე გასული, ირაკლი კოვზანაძემაც აღნიშნა, რომ მინიმუმ ექვსი თვე სჭირდება, რომ რეალური სურათი დავინახოთ, მეც ვეთანხმები. ჩემი განცდაც არის, რომ საჭიროა მინიმუმ ექვსი თვე. მჯერა და თუ დაინახავს ეროვნული ბანკი, მიუხედავად იმისა, რომ ეს დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომ რეგულაციები შესარბილებელია, ის ამას გადახედავს. საბოლოო მიზანი არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება",-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.