მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ტოპ-75 ბრედი დასახელდა. რეიტინგი BrandZ-მ შეადგინა, რომელიც როგორც წესი, ელიტურ და ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე, სწრაფი კვების და ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანიებს აფასებს. როგორც გამოცემა წერს, კვლევაში მოყვანილი ბრენდების საერთო ღირებულებამ 1,4 ტრილიონი დოლარი შეადგინა.
წარმოგიდგენთ Top-10 ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით:
- Amazon – 315,5 მლრდ დოლარი. ამერიკული კომპანია ონლაინ მომსახურებისა და ზოგადად, გაყიდული პროდუქციის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით პირველია. ონლაინ პლატფორმა მომხმარებელს 34 კატეგორიის პროდუქციას სთავაზობს, რომელთა შორისაა: ელექტრონული წიგნები, ტექნიკა, საბავშვო სათამაშოები, საკვები პროდუქტები, საყოფაცხოვრებო საქონელი, სპორტული ინვენტარი და ა.შ. კომპანიის სათაო ოფისი სიეტლში მდებარეობს.
- Alibaba Group – 331, 25 მლრდ დოლარი. ეს არის ჩინური კომპანია, რომელიც ასევე ონლაინ ვაჭრობის მიმართულებით მუშაობს და საიტის Alibaba.com-ის მფლობელია. კომპანიის სათაო ოფისი ხანჩჟოუში მდებარეობს.
- McDonald's – 130, 37 მლრდ დოლარი. სწრაფი კვების რესტორნების ქსელი პოპულარულია არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
- The Home Depot – 53, 51 მლრდ დოლარი. ეს არის ამერიკული სავაჭრო ქსელი, რომელიც მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდია. კომპანია სამშენებლო და სარემონტო მასალების რეალიზაციას ახდენს და მსოფლიოს მასშტაბით 2144 მაღაზიას აერთიანებს. ჯამში კი 355 ათასი თანამშრომელი ჰყავს.
- Nike -47,36 მლრდ დოლარი. ამერიკული კომპანიის მიერ შექმნილი სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. Nike-ის ბრენდით არაერთი პოპულარული სპორტსმენი იმოსება. ექსპერტების შეფასებით, მსოფლიოს მასშტაბით კალათბურთელების ფეხსაცმლის 95% სწორედ Nike-ზე მოდის.
- Louis Vuitton- 47, 21 მლრდ დოლარი. ეს არის ფრანგული მოდის სახლი, სადაც ჩანთები, აქსესუარები, პარფიუიმერია, ტანსაცმელი და ა.შ. იქმნება.
- Starbucks -45,88 მლრდ დოლარი. ამერიკული კომპანია ცნობილია ყავით, რომელსაც ქსელები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აქვს. კომპანია სიეტლში 1971 წელს დაფუძნდა.
- Chanel – 37 მლრდ დოლარი. ტანსაცმლის, აქსესუარების და პარფიუმერიის მწარმებელი კომპანია მე-20 საუკუნიდანაა ცნობილი. ბრენდი კოკო შანელმა დააფუძნა. დღეს მდგომარეობით კი მსოფლიოს მასშტაბით 310 ბუტიკს აერთიანებს.
- Walmart - 36,8 მლრდ დოლარი. ეს არის მსოფლიოს მასშტაბით უმსხვილესი საბითუმო და საცალი სავაჭრო ქსელი. კომპანიის სათაო ოფისი არკანზის შტატში, კერძოდ, ბენტონვილში მდებარეობს.
- Hermès - 30,97 მლრდ დოლარი. ფრაგული მოდის სახლი, რომელიც 1837 წელს დაფუძნდა, თავდაპირველად ეკიპირებასა და საცხენოსნო მოწყობილობებს აწარმოებდა, თუმცა მოგვიანებით პროფილი შეიცვალა და ამჟამად, სუნამოებს, ტანსაცმელს, აქსესუარებს და ა.შ. ქმნის.