რა ჯდება ერთი ღამის გატარება ბათუმი-ქობულეთის ძვირადღირებულ სასტუმროებში

ზაფხულის ტურისტული სეზონი უკვე დაიწყო, შესაბამისად, მოთხოვნა შავიზღვისპირეთის ქართულ კურორტებზე გაიზრდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ღირს საქართველოს ზღვისპირა კურორტზე მდებარე ძვირადღირებულ სასტუმროებში ერთი ღამის გატარება.

HILTON

"ჰილტონი" ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც ბათუმში მდებარეობს და 99 ნომერს მოიცავს. აღნიშნულ სასტუმროში დასვენება სეზონების მიხედვით განსხვავდება - ზაფხულში ძვირია, ზამთარში კი შედარებით იაფი. მაგალითად, ივნისში ორ ადამიანს „ჰილტონში“ დასვენება სტანდარტულ ნომერში მინიმუმ 350 ლარი დაუჯდება. ივლის-აგვისტოში კი ფასი უფრო იზრდება.

COLOSSEUM MARINA HOTEL

Colosseum Marina Hotel-ი ბათუმში მდებარეობს. Booking-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ივნისში მომხმარებლებს სტანდარტულ ნომერს 409 ლარიდან სთავაზობს. სასტუმრო ყველაზე მეტ სტუმარს ზაფხულში იღებს, შესაბამისად, ფასებიც დამსვენებლებისა და მომსახურების მიხედვით იზრდება.

SHERATON

ბათუმში მდებარე Sheraton Palace-ში სტუმრებს ივნისში ერთი ღამის გატარება 400 ლარი ან მეტი დაუჯდება. ფასში შედის მხოლოდ სასტუმროს ნომერი, საუზმე და სხვა მომსახურება ფასიანია. გასათვალისწინებელია, რომ ეს ფასები შედგენილია Booking-ის მიხედვით.

GEORGIAN PALACE HOTEL

Georgian palace-ი აჭარაში, კერძოდ, ქობულეთში მდებარეობს, რომელიც საქართველოს სასტუმროებს შორის ერთ-ერთი მოთხოვნადია. Booking-ის მიხედვით, ივნისში ორ ადამიანზე ერთი სტანდარტული ნომრის ფასი 320 ლარია და ფასში საუზმეც შედის.

PARAGRAPH RESORT

სასტუმრო „პარაგრაფი“ შეკვეთილში 2017 წელს გაიხსნა. როგორც სხვა სასტუმროებში, აქაც ფასები სეზონის მიხედვით განსხვავებულია. ამჟამად Booking-ზე ივნისში ორი ადამიანის სტანდარტული ნომრის ფასი 400 ლარიდან იწყება.

ლიკა ამირაშვილი