დღესდღეობით კუნძულოვანი ქალაქი-სახელმწიფო სინგაპური ცნობილია, როგორც ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა. ის ასევე ცნობილია განვითარებული განათლების სისტემით, ხარისხიანი ჯანდაცვითა და ტექნოლოგიური განვითარებით. 5.5 მილიონიანი ქვეყანა 719 კვადრატული კილომეტრის ფართობის კუნძულზეა განლაგებული, რომლის ტერიტორიის უმთავრესი ნაწილი საქალაქო ტიპის დასახლებას წარმოადგენს, სოფლის მეურნეობისთვის კი მხოლოდ და მხოლოდ 1% ტერიტორიაა განკუთვნილი. ამიტომ, ქვეყანა უმთავრესად იმპორტირებულ საკვებ პროდუქტებზეა დამოკიდებული და თავად მოთხოვნის მხოლოდ 10%-ის დაკმაყოფილება შეუძლია.
აქედან გამომდინარე, ქვეყნის ხელისუფლებან მიზნად დაიზახა საკვები პორდუქტების იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და საკუთარი წარმოების გაზრდა. ამასთანავე სინგაპურში საკვები პროდუქტები საკმაოდ ძვირია, ადგილობრივი წარმოება კი საკვების ფასს საგრძნობლად შეამცირებს. თანაც ბოლო პერიოდში მსოფლიოს მოსახლეობის მკვეთრი ზრდა და კლიმატის ცვლილება ქვეყნის საკვებით უზრუნველყოფას საფრთხეს უქმნის.
აქედან გამომდინარე ქვეყანაში შეიმუშავეს გეგმა "30-30" , რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში დადეგმილია 2030 წლისთვის საჭირო საკვები პროდუქტების ადგილობრივი წარმოება 10%-ის ნაცვლად 30%-ს გაუტოლდეს. ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის დარგის წამყვანი სპეციალისტი პოლ ტენგი უკვე წლებია მუშაობს აღნიშნული გეგმის შემუშავებაზე.
მისი აზრით, საუკეთესო გამოვალი ამ შემთხვევაში ვერტიკალური ფერმებია, სადაც დიდი რაოფენობით სოფლის მეურნეობის პროდუქტის მოყვანა იქნება შესაძლებელი. ამასთანავე, მეცნიერები მუშაობენ ლაბორატორიაში ხელოვნურად გამოყვანილი კრევეტების შექმნაზე.
სინგაპურში ამ ეტაპზე დაგეგმილი აქვთ 30 ე.წ. "ცის ფერმის" აშენება, რომელთა რაოდენობაც შემდეგში გაიზრდება. ამასთანავე ისინი მუშაობენ "ჰიდროფონიური ფერმის" შექმნაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მცენარეთა გაზრდა ნიადაგის გარეშე წყალში გახსნილი ნივთიერებების მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
ამასთანავე, სინაგპურის ხელისუფლება გეგმავს გამოკვლევებსა და ექპერიმებტებში მილიონობით დოლარის ჩადებას, რათა ახალი, ინოვაციური პროეტები განხორციელდეს.